DataLife Engine » გვერდი 2
საიტის კატეგორიები
სიახლეების არქივი
პოპულარული სიახლეები
საიტის გამოკითხვა

How do you know DLEVIET.COM

Search Engine
Our friend websites
Forums
Other warez websites
Others

საკვანძო სიტყვები
ფოლადის სისხლის მეფეები / Knights of Bloodsteel (2009 )
ავტორი: Administrator
8-02-2012, 04:22
ნახვები: 985
კომენტარები: 90
ხანგრძლივობა: 2 საათი 56 წუთი
ქვეყანა: კანადა ,
წელი: 2009
ჟანრი: ფენტეზი ,
რეჟისორი: ფილიპ სპინკი ,
როლებში: კრისტოფერ ლლოიდი ,კევინ ბლეტჩი ,დევიდ ჯეიმს ელლიოტტი ,მარკ გიბსონი ,მაკკენზი გრეი ,Paulette Hinz ,ადრიან ხიიუ ,კრისტოფერ ჟაკოტი ,ბაირონ ლოუსონი ,ნატასია მალიტე ,ბრენნა ო`ბრაიენი ,ლილა სავასტა ,Christian Schrapff ,დრიუ ვიგევერი ,იენ ა. უოლლესი ,მარკ ეჩესონი ,ჯულიან კრისტოფერი ,ჯონ დესანტისი ,ხეზერ დორკსენი ,კერრი ფლემინგი
მოკლე აღწერა: ფილმში წარმოდგენილი სამყარო მირაბილისი დამოკიდებულია ზოგიერთ იშვიათ ლითნზე, რომლებსაც "ლითონის სისლს უწოდებენ". ეს ძვირფასი ელემენტი მთელი მაგიური ენერგიის წყაროა, თუმცა მალე ის დამთავრდება. ტესელინკი დაიქირავებს ოთხ "ჩვეულებრივ ადამიანს" – ჯონს, პერფიდუს, გობლინ ბერ–ლაკს, რომელსაც ექსტრასენსის ნიჭი აქვს და ახალგაზრდა თქაღლითს ადრიკს. ერთად ისინი ლითნის სისხლის ოთხი რაინდი გახდებიან. მათი მთავარი ამოცანაა მითიური კრუსიბლის პოვნა – "ლითნის სისხლის" წყარო. გუნდს წინააღმდეგობას გაუწევს ბოროტი ძალების ჯარი, რომელსაც სათავეში დაუნდობელი დრაკონის თვალი ყავს. ვინ მიაგნებს პირველი კრუსიბლს? ახლა უკვე ონლაინში
რევეაზ ინანიშვილი
ავტორი: Administrator
8-02-2012, 04:01
ნახვები: 812
კომენტარები: 111
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943_45_ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან გადავიდა სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში. ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
ვაჟა ფშაველა - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:50
ნახვები: 700
კომენტარები: 74
ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) გაგრძელება სრულიადში..
ბიოგრაფია: შოთა რუსთაველი (ი. გოგებაშვილის მიხედვით
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:45
ნახვები: 1186
კომენტარები: 109
მეთორმეტე საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.
მირზა გელოვანი - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:43
ნახვები: 743
კომენტარები: 91
ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.
დავით გურამიშვილი - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:40
ნახვები: 568
კომენტარები: 91
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა – კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).
გურამ დოჩანაშვილი - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:38
ნახვები: 957
კომენტარები: 110
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია – მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა – სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია – ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს. გაგრძელება სრულიადში ...
ტიციან ტაბიძე - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:34
ნახვები: 575
კომენტარები: 101
ტიციან ტაბიძე დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
ტიციანის მამა – იუსტინე ტაბიძე (1860-1919წწ.) თავისი დროისათვის ფრიად წიგნიერი და განათლებულული პიროვნება ყოფილა. იგი კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. იუსტინე ტაბიძეს ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ პირებს დაუკავშირდა და ჩაბმულია არალეგალურ საქმიანობაში. სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამორიცხეს სემინარიიდან. იგი სოფელში ბრუნდება. 1891წ. მღვდლად ეკურთხა და სოფელში გამწესდა.
ტიციანის მამა ძალზე ჰუმანური, ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო. თავად მწიგნობარი დაფრიად განათლებული იუსტინე ცდილობდა თანასოფლელებში სწავლისადმი ინტერესი გაეღვივებინა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე (1865-1951წწ) მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედის ორ ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, სამს სემინარია, ერთი ძმა კი სტავროპოლის სასულიერო აკადემიის რექტორი ყოფილა.
ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა, ქმრისა და შვილების ერთგული. სოფელში ,,ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ.
გალაქტიონ ტაბიძე - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:32
ნახვები: 833
კომენტარები: 96
ალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები. გაგრძელება სრულიადში...

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.
ნოდარ დუმბაძე - ბიოგრაფია
ავტორი: Administrator
8-02-2012, 03:29
ნახვები: 596
კომენტარები: 95
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. მას ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა – ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ–მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9–10 წლისამ დაჰკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს.